„პოლიტსაბჭოში განხეთქილება არ ყოფილა“, განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას და ღიად დატოვა შეკითხვა, დარჩება თუ არა პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე.
„პოლიტსაბჭოში განხეთქილება არ ყოფილა. რაც შეეხება შემადგენლობას, დღეს არის პოლიტსაბჭოს შეკრება და თუ როგორი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი ახალი საბჭო, ამას გაიგებთ. ყრილობას რაც ეხება, 11 მაისს არის ჩანიშნული, პარტია მზად არის ყრილობისთვის, კონფერენციები დასასრულს უახლოვდება“, განაცხადა კახა კალაძემ და ჟურნალისტის შეკითხვაზე - იქნება თუ არა თავად ისევ პარტიის გენერალური მდივანი?- მოკლედ უპასუხა: „მაგას გაიგებთ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.