საქართველოს პრემიერ მინისტრი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება", როგორც ინსტიტუცია ვერ ჩამოყალიბდა და გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა. როგორც მთავრობის მეთაურმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარეობა პარტიის გრძელვადიანად გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„ძალიან კარგია პარტიისთვის რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. საერთოდ, სამწუხაროდ, დღემდე, პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა და ძალიან კარგია, რომ პარტია გაძლიერდება და უკვე არჩვენებიდან არჩევნებამდე, მთლიანად ამ ციკლის განმავლობაში, იმუშავებს აქტიურად. ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 2024 წლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკვე განვითარებული პარტიების სისტემით, ინფრასტრუქტურით, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. სამომავლო პერსპექტივები პარტიის გაძლიერება და პოლიტსაბჭოს იქნება", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
შეკითხვას, იქნება თუ არა თავად მთავრობის მეთაური ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, პრემიერ მინისტრმა ასე უპასუხა:
„დიახ, რა თქმა უნდა".
„ქართული ოცნება" დღეს პოლიტიკური საბჭოს სხდომას მართავს, სადაც საბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ.
ის, რომ პოლიტსაბჭოში „გადახალისებაა“ მოსალოდნელი, მედიასთან საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დაადასტურა. მისი თქმით, იქნებიან ახალი სახეები, მაგრამ დარჩებიან ძველებიც.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დაემატება მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი, კერძოდ კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახლადდანიშნული მინისტრი მაია ცქიტიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
„ქართული ოცნება“ ყრილობისთვისაც ემზადება, რომელიც 11 მაისს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.