საპარლამენტო უმრავლესობის წვევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს გადახალისება და თვისობრივი განახლება სჭირდება.
როგორც ნუკრი ქანთარიამ პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე გამართულ ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილს „უნდა მოვუსმინოთ" როგორი კონფიგურაციის პოლიტსაბჭო „სჭირდება".
„პოლიტსაბჭო საჭიროებს თვისობრივად განახლებას, გადახალისებასაც, ფუნქციის შეძენასაც, მაგრამ როგორ კონფიგურაციას მიიღებს, როგორ სახეს მიიღებს, ეს ჯერ არ ვიცით და დღეს, ალბათ, კიდევ ვიმსჯელებთ ამაზე.
ბუნებრივია, რადგან ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა უკვე თავმჯდომარის როლში მას, რასაკვირველია, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ, როგორი კონფიგურაციის პოლიტსაბჭო სჭირდება და რატომ სჭირდება. მე ვფიქრობ, ბალანსი უნდა იყოს დაცული", განაცხადა ნუკრი ქანთარიამ, რომელიც თავად, ამ დრომდე მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრია.
„ქართული ოცნება" დღეს პოლიტიკური საბჭოს სხდომას მართავს. ის, რომ პოლიტსაბჭოში „გადახალისებაა“ მოსალოდნელი, მედიასთან საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დაადასტურა. მისი თქმით, იქნებიან ახალი სახეები, მაგრამ დარჩებიან ძველებიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.