ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში, 26-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლში გახვეულმა კონსტრუქციამ ხანძარს ვერ გაუძლო და მთლიანად ჩამოიშალა, იტყობინება გამოცემა Folha de S.Paulo“.
არსებული მონაცემებით, დაიღუპა ერთი ადამიანი. თვითმხილველთა განცხადებით, მაღალ სართულებზე მყოფმა ადამიანებმა ვერ მოახერხეს შენობიდან გამოსვლა და შიშობენ, რომ ისინი ხანძარს ემსხვერპლნენ.
გავრცელებული ცნობებით, შენობა დიდწილად უსახლკარო ადამიანებს ჰქონდათ დაკავებული, ცეცხლი კი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩნდა. საერთო ჯამში შენობაში 50 ოჯახი იყო დარეგისტრირებული, როგორც მუდმივი მცხოვრები.
ცეცხლის ჩაქრობას 160 მეხანძრე ცდილობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.