„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სავარაუდოდ, დავით საგანელიძე დატოვებს. პარტიის ცენტრალურ ოფისში მისულმა საგანელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბოლო წლებში მისი პოლიტსაბჭოს წევრობა ფორმალური იყო და მიზანშეწონილია „გადახალისება“ და „ახალი სახეების“ ჩართულობა პოლიტიკურ საქმიანობაში.
„ნამდვილად არ არის კონკრეტულად გადაწყვეტილი, რამდენი პოლიტსაბჭოს წევრი იქნება ახალ შემადგენლობაში. ნამდვილად სწორია, რომ მოხდეს გადახალისება - ახალი პოლიტსაბჭო, ახალი ენერგიით, ახალი სახეებიც აუცილებელია ბუნებრივია, პოლიტიკაში, ასე რომ შევხედოთ“, აღნიშნა საგანელიძემ და ჟურნალისტის შეკითხვაზე, დარჩება თუ არა თავად ახალ შემადგენლობაში, ასე უპასუხა:
„მე ჩემი პოზიცია გამაჩნია და ჩემი პოზიცია ის არის, რომ ორ წელიწადზე მეტია ფაქტიურად პოლიტიკაში არა ვარ. ფორმალურად პოლიტსაბჭოში ორ წელიწადნახევარი ყოფნა არ ნიშნავს პოლიტიკაში ყოფნას იმიტომ, რომ მე მინდა განვაცხადო, რომ ამ პერიოდის განმავლობაში რაც მე ფონდს ვხელმძღვანელობ, არც ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მე პირადად არ მიმიღია და არც იქნებოდა სწორი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.