„ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრება
01-05-2018, 14:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

 

 

სხდომას ყოფილი პრემიერ მინისტრი და პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესწრება. სხდომას ასევე პრემიერ მინისტრი, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ესწრებიან.

 

 

როგორც სხდომის დაწყებამდე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, შეხვედრაზე პოლიტსაბჭოს განახლების საკითხზე იმსჯელებენ.

 

 

თალაკვაძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას პარტიის ყრილობაზე წარადგენენ და დაამტკიცებენ.

 

 

სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა ასევე, რომ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 წევრამდე შემცირდება. 

 

  

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ყრილობას 11 მაისს გამართავს. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი