საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც 2 მაისს პარლამენტში სიტყვით გამოდის, შეკითხვები არ აქვს „ქართული ოცნების“ დეპუტატს ენძელა მაჭავარიანს, რომლისთვისაც, მას შემდეგ, რაც დეპუტატის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა პირობა დაარღვია და „ბოროტების ბუდედ“ წოდებულ ავლაბრის სასახლეში გადავიდა, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა მხოლოდ ფორმალობად იქცა.
„მან თქვა, რომ ის არ შევიდოდა ამ სასახლეში, იმიტომ, რომ თავისი მოსაზრებები ჰქონდა, ბოროტების ბუდეც კი უწოდა, როდესაც პირველად მოვიდა პრეზიდენტის პოსტზე, და იმის მერე მშვენივრად გრძნობს იქ თავს. რასაც დაგვიპრდა, როგორ მოიქცეოდა, ის პირობები არ შეასრულა და ჩემთვის იმის მერე მისი გამოსვლა არის ჩვეულებრივი ფორმალობა პარლამენტში. პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემ, ხალხის არჩევანს პატივს ვცემ, მივალ და დავესწრები ამ გამოსვლას, მაგრამ მე მასთან კითხვები არა მაქვს. ყველაფერი გარკვეულია ისედაც, მისი ქმედებებიდან“, განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.