შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თბილისში ორი ახალგაზრდის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე მათი გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს.
„სამწუხაროდ, ჩვენ გარდაცვალების ორი ფაქტი უნდა დავადასტუროთ. გამოძიების საქმეა ზუსტად დადგინდეს, რა ვითარებაში, რის გამო მოხდა და დადგა ეს ფაქტი. გამოძიება მიმდინარეობს ისეთ ფორმატში, რომ ყველა ვერსიას განიხილავს და შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გამოძიების შედეგი, რაც შეიძლება სწრაფად დადგეს“, განაცხადა გიორგი გახარიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ორი ახალგაზრდის დაღუპვა ნივთიერება „მეფედრონს“ უკავშირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.