„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართელოს “ პოლიტიკურმა საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე, რომელსაც ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, საბჭოს ახალი შემადგენლობა აირჩია. პოლიტსაბჭომ მასში შემავალი წევრების რაოდენობა 21-დან 15-მდე შეამცირა და პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ბრიფინგზე, პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაასახელა.
პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე, კახა კალაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.