სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, არა ბაბლოიანმა პრემიერ მინისტრობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ნიკოლ პაშინიანის სიტყვით გამოსვლისას პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა იმ დროს, როცა პრემიერობის კანდიდატი მიტინგზე ბავშვების უფლებებთან დაკავშირებით საუბრობდა.
„მე ვისარგებლებ იმით, რაც თქვენგან ვისწავლე, და 10 წუთით სხდომათა დარბაზს დავტოვებ პროტესტის ნიშნად, თქვენი ბავშვების უფლებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო. შემდეგ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ბავშვების უფლებებზე მუშაობენ, ახსნიან თქვენს შეცდომას, რომ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ პრემიერად აგირჩევენ, არ გაიმეოროთ ეს სიტყვები“, განაცხადა ბაბლოიანმა.
სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ პაშინიანს ქვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტზე დღეს უნდა უყაროს კენჭი. მისი კანდიდატურა იმ ოპოზიციურმა ფრაქციამ - „ელკი“ - წამოაყენა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.
მას შემდეგ რაც მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უარი განაცხადა პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურის წარდგენაზე, პაშინიანი აღნიშნული პოსტის ერთადერთი პრეტენდენტი გახდა.
პაშინიანმა პარლამენტში, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ რუსეთი სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება და დაამატა, რომ სომეხი ხალხი არ ითხოვს საგარეო პოლიტიკის შეცვალს.
პაშინიანი 13 აპრილიდან სომხეთში გამართულ საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა, რაც 23 აპრილს ქვეყნის პრემიერ მინისტრის, სომხეთის ორგზის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომით დასრულდა.
სერჟ სარგსიანის მიერ პრემიერ მინისტრის პოსტის დატოვებიდან ორ დღეში რევოლუციურმა ფედერაცია „დაშნაკცუტუნმა“ სომხეთის მმართველი „რესპუბლიკური პარტიიდან“ გასვლის შესახებ გამოაცხადა.
ფედერაციის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ პარლამენტმა უნდა აირჩიოს პრემიერ მინისტრი, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა ექნება. მათი აზრით, ახალი ხელისუფლების პირველი რიგის ამოცანად უნდა იქცეს დაძაბულობის შენელება, პოლიტიკური კრიზისის გადალახვა, ასევე პარლამენტის ახალი რიგგარეშე არჩევნების უზრუნველყოფა.
ფრაქცია „დაშნაკცუტუნს“ სომხეთის 105 წევრისაგან შემდგარ პარლამენტში 7 მანდატი გააჩნია. პრემიერ მინისტრის კანდიდატურის დასამტკიცებლად კი აუცილებელია 53 დეპუტატის მხარდაჭერა. სომხეთის პარლამენტში ოპოზიციურ ძალებს, „დაშნაკცუტუნის“ ჩათვლით, ერთად, 47 მანდატი გააჩნიათ - ბლოკი „ცარუკიანი“ -31, ბლოკი „ელკი“ – 9, „დაშნაკცუტუნი“ – 7.
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და პარლამენტის მიერ პრემიერ მინისტრის პოსტზე 17 აპრილს არჩეული სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან 6 დღეში, 23 აპრილს, 10-დღიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად გადადგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.