საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად ისრაელში გაემგზავრა. ლევან იზორიას მასპინძლობას ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი გაუწევს.
თავდაცვის უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი კოლეგას თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებს გააცნობს.
„ყურადღება საქართველოსა და ისრაელს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე გამახვილდება, მათ შორის, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემასა და სამხედრო განათლების მიმართულებებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, თავდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.
ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია შეხვედრებს თელ-ავივში, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების შესწავლის ინსტიტუტსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში გამართავს. იერუსალიმში კი, დელეგაცია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მუზეუმს მოინახულებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს", აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.