ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრანსპორტის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
01-05-2018, 17:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა 2018 წლის 27 აპრილს მონაწილეობა მიიღო ქ. ლუბლიანაში (სლოვენია) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრანსპორტის მინისტერიალზე, რომელზეც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მიერ მიღებული იქნა დეკლარაცია საგზაო უსაფრთხოების შესახებ. დეკლარაცია ითვალისწინებს რიგ სტრატეგიულ განცხადებებსა და ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოების მენეჯმენტის, დასახული მიზნებისა და მისაღწევი ინდიკატორების, უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხო ავტოსატრანსპორტო საშუალებების, საგზაო მონაწილეების ქცევის და წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის, ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესებისა და განვითარებისკენ.

 

 

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო სრულად იზიარებს ევროკავშირის ნულოვან კონცეფციას, რომელიც ავტოსატრანსპორტო შემთხვევების და სატრანსპორტო გამონაბოლქვის ნულამდე შემცირებას ითვალისწინებს. ამასთან, გიორგი ჩერქეზიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დეკლარაციის მიღებით საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას ქვეყანაში უსაფრთხო საავტომობილო სატრანსპორტო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად.

 

 

მინისტერიალის ფარგლებში, ასევე განხილულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის როლი ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-სავაჭრო კავშირის შესრულების მიზნით. ამასთან, კომისიამ წარმოადგინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტრანსპორტის საინვესტიციო გეგმა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავდა და მის მიღებას ევროკომისია მიმდინარე წლის ოქტომბერში გეგმავს. საქართველოს მხრიდან გეგმაში შეტანილია პრიორიტეტული სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტები.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი