ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება და დაამატა, რომ სომეხი ხალხი არ ითხოვს ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
01-05-2018, 17:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სომხეთის პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, ნიკოლ პაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება და დაამატა, რომ სომეხი ხალხი არ ითხოვს ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას.

 

 

გარდა ამისა, პაშინიანის თქმით, ქვეყანას მოუწევს ირანთან, ევროკავშირის სახელმწიფოებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაგრძელება. 

 


მას შემდეგ რაც მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უარი განაცხადა პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურის წარდგენაზე, პაშინიანი აღნიშნული პოსტის ერთადერთი პრეტენდენტი გახდა.

 

 

სომხეთის პარლამენტმა პაშინიანის კანდიდატურას დღეს უნდა უყაროს კენჭი. იგი იმ ოპოზიციურმა ფრაქციამ - „ელკი“ წამოაყენა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.

 


პაშინიანი 13 აპრილიდან სომხეთში გამართულ საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა, რაც 23 აპრილს ქვეყნის პრემიერ მინისტრის, სომხეთის ორგზის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომით დასრულდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი