წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, ისრაელის დელეგაცია მიიღო. შეხვედრას მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა ახალაძე და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი ესწრებოდნენ.
ისრაელის დელეგაციის ხელმძღვანელმა, წყალტუბოსთან დამეგობრებული ქალაქის, კირიათ-იამის მერის მოადგილემ, ადვოკატმა მურად ფიზიცკიმ ისაუბრა მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე. მანვე აღნიშნა, რომ სურვილი ჰქონდათ გაცნობოდნენ წყალტუბოს ახალ მერს და მასთან ერთად ემსჯელათ ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაზე.
“წყალტუბოსა და კირიათ-იამის მეგობრობა უკვე სამ წელს ითვლის, გვინდა კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ეს კავშირი, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა სფეროებში, მოხდეს წყალტუბოელი ახალგაზრდების ჩვენს ულამაზეს ზღვისპირა ქალაქ კირიათ-იამში ჩამოყვანა და პირიქით, თქვენს უნიკალურ კურორტში ჩვენი ახალგაზრდების ჩამოსვლის ორგანიზება”- აღნიშნა ქალაქ კირიათ-იამის მერის მოადგილემ მურად ფიზიცკიმ.
ისრაელის დელეგაციის წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი კირიათ-იამში მიიწვიეს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.