ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა შეიარაღებული ძალების 27 წლის იუბილე აღნიშნეს. პირად შემადგენლობას შეიარაღებული ძალების დღე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ, 31-ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა ადუაშვილმა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ენთენოლ ნილმა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ღონისძიების ფარგლებში ქართველმა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის სამხედროებმა სპორტულ ღონისძიებებში შეჯიბრი გამართეს. ტურნირი M4-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი შაშხანიდან სროლაში, ბაგირის გადაწევაში, მაგიდის ჩოგბურთსა და მკლავჭიდში გაიმართა. გამარჯვებული სამხედრო მოსამსახურეები სამადლობელო სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ეგიდით წარმოებულ „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 31-ე ბატალიონი აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად მსახურობს. ქართული ქვედანაყოფის მთავარ ამოცანას ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.