დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალში, ა(ა)იპ „დუშეთის სასპორტო გაერთიანების’’ ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ბესიკ ბუზალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭიდაობა-ძიუდოში.
„სპორტული შეჯიბრი ორ ასაკობრივ კატეგორიაში 2004-2006 და 2007-2008 წლებში დაბადებულთა შორის მიმდინარეობდა. მონაწილეობდნენ თიანეთის, ძალისის, ოძისის, წეროვნის, დუშეთის, ჟინვალისა და თბილისის გუნდები - დაახლოებით, 150 სპორტსმენი.
ჩემპიონ-პრიზიორები დაჯილდოვნენ მედლებით, თასებითა და სიგელებით, რომლებიც მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ბესიკ ბუზალაძის ოჯახის წევრებმა გადასცეს.
ბესიკ ბუზალაძის ხსოვნისადმი მიღძვნილი ტურნირი 2015 წლიდან, ყოველწიურად იმართება და ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა ჭიდაობა-ძიუდოს სფეროში მოღვაწე სპორტსმენებისათვის.
ტურნირს სხვა დაინტერსებულ პირებთან ერთად, აგრეთვე ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მისი მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი და ბესიკ ბუზალაძის ოჯახის წევრები", აღნიშნულია დუშეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.