გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სოფელ საკირეში ხანძარი ლოკალიზებულია და ამ ეტაპზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
01-05-2018, 19:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, სადაც ხანძარი ამჟამად უკვე ლოკალიზებულია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული.

 

 

„რთული რელიეფის მიუხედავად, მთელი ღამის განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომეს მეხანძრე-მაშველებმა. ამ ეტაპისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის ქრობის პროცესში, დაახლოებით, 50-მდე მეხანძრე იყო ჩართული. თბილისიდან გამოძახებულია დამატებითი ძალები და დაახლოებით, 70 მეხანძრე-მაშველი შემოემატება მათ იმისთვის, რომ ორი დღის განმავლობაში მკაცრი მონიტორინგი დაწესდეს, რათა სადმე კიდევ არ დარჩეს ცეცხლის კერა", განუცხადა ჟურნალისტებს მღებრიშვილმა, რომლის თქმითაც, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს და ახლა უკვე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 


მღებრიშვილმა ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ სოფელ საკირეში ხანძრის გამომწვევი მიზეზი ადამიანური ფაქტორია.

 

 

„მიზანმიმართული იყო თუ დაუდევარი მოქმედება, ამას ალბათ კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ", განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 

ხანძარი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს ტყეში ორშაბათ საღამოს გაჩნდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი