სააკაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილს საფრანგეთის უშიშროება ეძებს, ამერიკელებმა კი უთხრეს, „ავად ხომ არა ხარო“ და „საკუთარი ტყავის გადასარჩენად“ პრეზიდენტად კენჭისყრას ფიქრობს
01-05-2018, 23:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში „საკუთარი ტყავის გადასარჩენად“ დაბრუნდა, რადგან მისი თქმით, საფრანგეთის უშიშროების დეპარტამენტი ეძებს მას, რომ მიიყვანონ „საგამოძიებო მოსამართლესთან საფრანგეთში, რათა პასუხი აგოს იმ მაქინაციების გამო, რასაც წლების განმავლობაში ახორციელებდა ის და მისი აფერისტი პარტნიორები რუსეთიდან“.

 


აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა ევროპიდან გადაცემა „არჩევანში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ივანიშვილს საქართველოში პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა აქვს განზრახული, რათა ამით იმუნიტეტი შეიძინოს და სისხლის სამართლებრივი დევნისაგან თავი დაიხსნას.

 


„თავის დროზე ამ კაცმა სრულიად დაუმსახურებლად, ქრთამის ხარჯზე, იმიტომ რომ მაშინ საფრნაგეთის ელჩი საქართველოში ფურნიე მოისყიდა - პირდაპირ რომ ვთქვათ, მის მეუღლეს იქ ქონებრივი რაღაცები გაუკეთა და ფურნიეს მეშვეობით... ფურნიემ დაბადების დღეზე აჩუქა მას საფრანგეთის მოქალაქეობა ისე, რომ მას ამაზე არანაირი უფლება არ ჰქონდა. ეხლა, შესაბამისად, ფრანგებმა ამოიყვანეს მთელი ეს საქმეები, შეშინებულია, ფურნიე ისევ აიყვანა თავის მრჩევლად, რომ ფურნიემ არ ჩაუშვას და ფურნიემ არ დაიწყოს მასზე ჩვენებების მიცემა. ასევე სცადა სხვათაშორის ვაშინგტონში გაფრენა და თქვა, იქნებ ამერიკის მეშვეობით, იქნებ ვიღაცებს ფული მივცეთო და დავალოგოთ ფრანგებთან ურთიერთობაო და ამერიკელებმა უთხრეს, რომ ავად ხომ არა ხარო და დაეტიე იქ, სადაც ხარო და ჩვენ ვერაფერს ვერ გაგიკეთებთო. ახლა ზის საქართველოში თავის სოროში, ვერ გამოდის იქიდან, შეშინებულია და ფიქრობს, რომ თუკი პრეზიდენტად იყრის კენჭს ან რამე თანამდებობაზე მოვა, უცხოელები დაანებებენ თავს იმიტომ, რომ ოფიციალურ პირებზე საქმის აღძვრას მაინც მოერიდებიან. ეს არის ჩვეულებრივი თაღლითი“, განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 5
#5  Manana
      
ფუ რა საზიზღარი ვინმეა! ენას ძვალი არ აქვსო მაგრამ ეს უბრალოდ ბოროტია საშინელი!
2 მაი 2018 04:47
#4  იკა
      
ამერიკელებმა კი უთხრეს „ავად ხომ არა ხარო“??? wink ამას რომ სხვაზე იტყვის მიშიკო.
2 მაი 2018 02:09
#3   Rusudan
      
იმბეცილი არაა საქართველოს მოქალაქე - ანუ კენჭს ვერასდროს იყრის
2 მაი 2018 00:25
#2  ლადო
      
დაჟნებით ამბობდით ბატონო მიხეილ სულ რაღაც უკრაინიდან გაძევებამდე, რომ საქართველო არ იყო თქვენი ინტერესი და ახლა, როცა უკრაინაში ვერ შეძელით თქვენი პროგრამის განხორციელება, ჩაეჭიდეთ ისევ საქართველოს, მაგრამ მერწმუნეთ აქ თქვენ "მეორედ მოსვლა" გაგიჭირდებათ, თუმცა ამით არ ვამბობ, რომ ამას წარმატებით ბიძინა ივანიშვილი შეძლებს მაინცდამაინც. ხალხს მობეზრდით ყველანი, თქვენ, მაგრამ არენაზე ჯერჯერობით არ ჩანან სხვა რეალური ძალებიც და ამიტომ ტივტივებთ ისევ თქვენ, ერთი და იგივე პოლიტიკოსები, რომელთა კინოც უკვე ვნახეთ.
2 მაი 2018 00:10
#1   zorro
      
ამას საუბრობს კაცი, რომლის გამზრდელი ბიძა და მღცეველი არის კრემლის მოქმედი გენერალი თემურ ალასანია და რომელესაც მჩევლად ჰყავდა კგბ-ს კასირი ბენდუქიძე, რომელმაც საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტი ჩააბარა რუსეთს, რომელიც შეგნებულად წამოეგო რუსეთის პროვოკაციას და დე იურედ დაუკანონა რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც საქართველოსან გაიქცს უკრაინაში, ქვეყანაში რომელსაც ომი აქვს რუსეთთან და იმის მაგივრად მოხმარებოდა უკრაინას მიტინგები და ძირგამომთხრელი საქმიანობები დაიწყო უკრაინაში როდესაც სამსახურიდან იქაც გააგდეს და ა.შ.

ამას საუბრობს კაცი, რომლის გამზრდელი ბიძა და მღცეველი არის კრემლის მოქმედი გენერალი თემურ ალასანია და რომელესაც მჩევლად ჰყავდა კგბ-ს კასირი ბენდუქიძე, რომელმაც საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტი ჩააბარა რუსეთს, რომელიც შეგნებულად წამოეგო რუსეთის პროვოკაციას და დე იურედ დაუკანონა რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც საქართველოდან გაიქცს უკრაინაში, ქვეყანაში რომელსაც ომი აქვს რუსეთთან და იმის მაგივრად მოხმარებოდა უკრაინას მიტინგები და ძირგამომთხრელი საქმიანობები დაიწყო უკრაინაში როდესაც სამსახურიდან იქაც გააგდეს და ა.შ.
1 მაი 2018 20:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი