„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატურაც მისმა პარტიამ დღეს დაამტკიცა, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ მას დასავლეთის მხრიდან ფინანსური სანქციების და ყადაღის შიში აქვს, რადგან, ნათელაშვილის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში რეგისტრირებულია კანონპროექტი ივანიშვილისათვის ფინანსური სანქციების დაწესებაზე და სენატორთა ჯგუფი, რასელის შუამდგომლობით, „იხილავს ივანიშვილის ქონებისა და სანქცირების საკითხს რუს ოლიგარქებთან კონტექსტში“.
ნათელაშვილი აცხადებს, რომ თეთრიწყაროში, „ალგეთში, მილიონი მოჭრილი ხის ძირში, ივანიშვილი აპირებს 160 ტონა ოქროს მოპოვებას, რომლის რეზერვები დადგენილი იყო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს. ეს საკმარისი იქნებოდა მსოფლიოში ყველა მთავრობის გადასაყენებლად იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხდება უკანონოდ, ეკოლოგიური და ადამიანური გენოციდის ხარჯზე“. ნათელაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი საქართველოს კრემლმა მოუვლინა.
„ის ყოველთვის იყო მმართველი და სხვათაშორის რუსეთში, სამოქალაქო ომის დროს მოღვაწეობდა კორჩაკი, უმაღლესი მმართველი, „ვერხოვნი პრავიტელი“ ერქვა, აი, ასეთი უმაღლესი მმართველი მოგვივლინა ჩვენ კრემლის ადმინისტრაციამ, ჩვენმა ოკუპანტმა მეგობრებმა აქ იმისათვის, რომ თავიანთი გეოპოლიტიკური სტრატეგიული ინტერესები დაეცვათ. მან მოიყვანა აქ მათი ინტერესების დამცველი მთავრობა და იმავდროულად, დაიკავა სასარგებლო წიაღისეულის რუკა და შეუდგა მიწის გათხრას - ოქროს, ვერცხლის, სპილენძის და ყველა სიკეთის საკუთარ ოჯახში წასაღებად, მაგრამ როცა თქვენმა მონა-მორჩილმა, შალვა ნათელაშვილმა გაკვალა გზა ატლანტიკაზე და ევროპაში 24 საათი მიდიოდა ინფორმაციები, კონტაქტები და დღეს უკვე იქამდე მივიყვანეთ საქმე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში რეგისტრირებულია ბილი, ანუ აქაური კანონპროექტი, ივანიშვილისათვის ფინანსური სანქციების დაწესებაზე. ამერიკის ფინანსთა სამინისტრო, სენატორთა ჯგუფის, კონგრესმენ რასელის შუამდგომლობით იხილავს ივანიშვილის ქონებისა და სანქცირების საკითხს რუს ოლიგარქებთან კონტექსტში, ესეც თქვენი მონა-მორჩილის მიღწევაა“, აღნიშნა ნათელაშვილმა, რომლის თქმითაც, რეალურმა ოპოზიციამ და ხალხმა ხელი უნდა შეუშალოს ბიძინა ივანიშვილს „საქართველოს, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ოფშორში დარეგისტრირებისაგან“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.