„არის ბევრი საკითხი, რომელიც, არის, რა თქმა უნდა, დაგროვილი, არამხოლოდ გასული წლის განმავლობაში, არამედ ამ ხუთი წლის განმავლობაში“, აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს, პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ პროცედურა განმარტა და იმედი გამოთქვა, რომ დებატები საქმიანი, კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული იქნება.
„ჩვენ, პირველ რიგში, მოვისმენთ, ბუნებრივია, პრეზიდენტის ანგარიშს, და ამის საფუძველზე, ბუნებრივია, წარიმართება დებატები. დებატებში მონაწილეობას მიიღებს როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე საპარლამენტო ოპოზიცია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დებატები იქნება საქმიანი, კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული - ეს არის ჩვენთვის მთავარი.
ეს ყველაფერი დამოკიდებულია მოხსენებაზე, ეს არის დამოკიდებული რეაქციებზე, როგორც უმრავლესობის, ასევე, ოპოზიციის რეაქციებზე, მთავარია ჩემთვის, რომ შედგეს საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული განხილვა“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ხუთი წლის განმავლობაში, პრეზიდენტის მიმართ გარკვეული კითხვის ნიშნები დაგროვდა და დებატების დროს, საუბარი, სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხებს შეეხება.
„არის ბევრი საკითხი, რომელიც, არის, რა თქმა უნდა, დაგროვილი, არამხოლოდ გასული წლის განმავლობაში, არამედ ამ ხუთი წლის განმავლობაში. არის გარკვეული კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებდა კონკრეტულ შემთხვევებში პრეზიდენტი, რამდენად იყო ორიენტირებული მისი საქმიანობა, ასე ვთქვათ, გამაერთიანებლის როლის შესრულებაზე, რამდენად იყო სწორი მისი პრაქტიკა ამა თუ იმ სფეროში, მათ შორის, მაგალითად, შეწყალების სფეროში, რომელიც საზოგადოების განხილვის და მსჯელობის საგანი გახდა, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. არის, რა თქმა უნდა, დაგროვილი გარკვეული კითხვები. ამაზეც იქნება, სავარაუდოდ, საუბარი დებატების დროს. მთავარია, ჩვენთვის, კიდევ ერთხელ, რომ იყოს შედეგიანი ეს განხილვა, შედეგზე ორიენტირებული, საქმიანი - აქეთკენ უნდა იყოს ორიენტირებული თითოეული დეპუტატი, რომელიც დებატებში მიიღებს მონაწილეობას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.