ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა გახდა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა თვისობრივად წინ წაწია, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას გააკეთა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, 2012 წელს სახელისუფლებო ცვლილებებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
„მე მახსენდება 2013 წელიც, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში და ის სულისკვეთება, რაც მაშინ იყო. მაშინ განხორციელებული რეფორმები, ის, რაც გააკეთა დავით სერგეენკომ, ის, რაც გააკეთა დავით კირვალიძემ, ის, რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში და შემიძლია ვთქვა, რომ განათლების სისტემაში იმის შემდეგ არაფერი გაკეთებულა, იყო ორიენტირებული რიგით საქართველოს მოქალაქეზე. იყო ორინეტირებული იმაზე, რომ შეცვლილიყო ყოფა რიგითი მოქალაქის. ასე მოხდა ჯანდაცვაში, ასე მოხდა სოფლის მეურნეობაში. ამ სულისკვეთებით, მე დავთანხმდი, რომ ვყოფილიყავი „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი. მართლაც აღმაფრთოვანებელი იყო, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ვცვლიდით რიგითი მოქალაქის ცხოვრების პირობებს", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში მოხსენებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.