საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, ოდესის გუბერნატორად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო, უკრაინასთან ურთიერთობის დაძაბვა ან გაფუჭება წარმოუდგენელია.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, ეს არის უკრაინის ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება.
“მე კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ იმას, რაც ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმ სუვერენული გადაწყვეტილებისა, რასაც უკრაინის ხელისუფლება იღებს და ეს არის მათი სუვერენული უფლება, მოგვწონს ჩვენ ეს თუ არ მოგვწონს, ურთიერთობის დაძაბვა ან გაფუჭება წარმოუდგენელიცაა და არც უნდა იდგეს დღის წესრიგში, ვინაიდან, ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვიდეთ სახელმწიფო ინტერესებიდან, იმ მეგობრული, პარტნიორული ტრადიციული ისტორიული კავშირებიდან, რაც საქართველოსა და უკრაინას აქვს. არანაირმა სხვანაირმა ან რაღაც გადაწყვეტილებებმა არ უნდა იმოქმედოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე”, – განაცხადა კერესელიძემ.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაგრძელდება.
“უკრაინა დღეს მძიმე მდგომარეობაშია. უკრაინა არის ომის ვითარებაში, უკრაინას სჭირდება განვითარება, გვერდში დგომა, მხარდაჭერა და საქართველო, მისი ხელისუფლება, მისი ნებისმიერი შტო მზადაა ყოველთვის მათ გვერდზე დაუდგეს. ეს არის ჩვენი პასუხი”, – განაცხადა კერესელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.