ჩემი ყველაზე დიდი მოწოდება და რჩევა ამ პარლამენტისთვის არის - სასწრაფოდ, სანამ შევიდა ახალი კონსტიტუცია ძალაში, შევცვალოთ საარჩევნო კანონი, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოდის.
როგორც მან მოხსნებისას აღნიშნა, „არა 2024 წელს, არამედ დღესვე ვიფიქროთ ამ კანონის ცვლილებაზე და ხელისფლების გადანაწილებაზე, რომელიც იქნება სერიოზული წინაპირობა ქვეყნის და მმართველი პარტიის სტაბილურობისთვის".
„ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ კიდევ ერთხელ დრამატული ცვლილებების ეპოქაში შევიდეთ. დემოკრატია და ხელისუფლების გადანაწილება არის პასუხი მთელ რიგ პრობლემებზე. საქართველოს ისტორიის მაგალითები ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ. და დემოკრატიული პროცესი დღეს უნდა მივცეთ ხალხს. ეს უნდა ხორციელდებოდეს როგორც თვითმმართველობის დონეზე, ასევე დონეებზე", განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.