არჩილ თალაკვაძე: გამიჩნდა განცდა, რომ 2012 წლის შემდეგ, პრეზიდენტს დაავიწყდა „ქართული ოცნება“ და ის დაპირებები, რომლებიც საზოგადოებას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მისცა
02-05-2018, 13:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის გამოსვლაში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთოდ არ იყო გაჟღერებული, სამწუხაროდ, ასე აფასებს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

 


თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვაზე, ჯარისკაცებზე, თავდაცვისუნარიანობაზე, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე არაფერი თქვა.

 

 

მისი განცხადებით, მარგველაშვილისგან საკმარისი ინფორმაცია ვერ მოისმინეს აშშ-სა და ევროკაშირთან სტრატეგიული თანმშრომლობის, პერსპექტივების შესახებ. არჩილ თალაკვაძის თქმით, მარგველაშვილს ახალ კონსტიტუციაზეც არაფერი უთქვამს.

 

 

„პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან მოკლე გამოსვლა, ჩვენ უფრო მეტი მოლოდინი გვქონდა, რომ ის ისაუბრებდა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე....

 

 

მან გააკეთა აქცენტები, რომ 2012 წლის არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გაიმარჯვა და ეს იყო მნიშვნელოვანი ცვლილება, თუმცა, როდესაც ამას ამბობდა პრეზიდენტი, მე გამიჩნდა განცდა, რომ 2012 წლის შემდეგ, მას დაავიწყდა „ქართული ოცნება" და მას დაავიწყდა ის დაპირებები, რომლებიც საზოგადოებას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მისცა. არ უსაუბრია რა გააკეთა პრეზიდენტმა, როგორც ნეიტრალურმა ზეპარტიულმა ფიგურამ იმისთვის, რომ მეტი კონსოლიდაცია მომხდარიყო", განუცხადა „რუსთავი 2"-ს არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი