პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პრემიერ მინისტრი აფასებს. როგორც მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტისგან მნიშვნელოვან საკითხებზე უფრო სიღრმისეულ ანალიზს ელოდა.
„მან ისაუბრა ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობაზე და პრობლემებზე, რასაც ჩვენ არათუ არ ვუარყოფთ, არამედ ხელისუფლების ყველა შტო აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს ამ მიმართებაში. მან ისაუბრა ინსტიტუციებისადმი უპატივცემულობაზე და ინსტიტუტების დაკნინებაზე, როცა თვითონ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები და ა.შ....
მოლოდინი მქონდა, რომ ამ რანგში პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა იქნებოდა გაცილებით უფრო ღრმა, უფრო მეტი ანალიზით, უფრო კონცეტრირებული, მეტი ანალიზი იქნებოდა პრობლემების და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე....
ვფიქრობ, პრეზიდენტს გაცილებით უფრო ფართოდ უნდა მიმოეხილა ის პრობლემატიკა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის და უფრო მეტი უნდა ესაუბრა, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტის უფრო მეტი გამაერთიანებელის ფუნქცია უნდა გამოეჩინა.
სიმართლე გითხრათ, ამ გამოსვლიდან გაცილებით უფრო მეტს ველოდებოდი“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.