რომან გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა შესაძლოა, „ფსიქოლოგიურად დააშინეს“ პრეზიდენტი
02-05-2018, 13:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის სიტყვაში ხელისუფლების მიმართ „დიდი კრიტიკა“ ვერ დაინახა და ამას დეპუტატი იმ ახსნას უძებნის, რომ მარგველაშვილის გამოსვლაში შესაძლოა, „ქართული ოცნების“ პარლამენტარების „წინასაგამოსვლო ფსიქოლოგიურ შტურმს“ ეთამაშა როლი და შესაძლოა, „ფსიქოლოგიურად მათ დააშინეს“ პრეზიდენტი.

 


გოცირიძის თქმით, როცა სახალხო დამცველის და არასამთავრობო სექტორის შეფასებები მედიაგარემოსთან დაკავშირებით მწვავეა, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „რაღაც სტრესის ქვეშ იმყოფებიან ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებები და ის დიდი ბედნიერებაა, რომ 2012 წლის თურმე გათავისუფლდა მედია“.

 


„რომელ გათავისუფლებაზეა საუბარი, როდესაც არის „რუსთავი 2“ დაყადაღებული. როდესაც უზენაესი სასამართლოს 10-მა მოსამართლემ, რომლის თავმჯდომარეც მის მიერ არის დანიშნული, ფაქტობრივად, მოინდომა „რუსთავი 2“-ის დახურვა და განადგურება, რომ არა სტრასბურგის სასამართლო. არც ერთი სიტყვით არ იყო ნახსენები „რუსთავი 2“, ის, რომ სახელმწიფო დღეს მოძალადე არ არის. როგორ არ არის სახელმწიფო მოძალადე? ყველაზე დიდი ძალადობაა ხელისუფლების უზურპაცია, როდესაც არჩევნებს ატარებს ძალადობრივი გზით და ქურდები და კრიმინალები მონაწილეობენ საარჩევნო პროცესში“, აღნიშნა, რომან გოცირიძემ და განაგრძო:

 


„სად არის აფგან მუხთარლის საქმე? სად არის მაჩალიკაშვილის საქმე? აგერ, დამტკიცდა, რომ მაჩალიკაშვილს ჩაუდეს ხელყუმბარა. თურმე ავტომატის ჩადება ყოფილა კრიმინალი, მაგრამ ამ ხელისუფლების მიერ 20 წლის ბავშვის მოკვლა და შემდეგ ჩადება ყუმბარის, არ ყოფილა კრიმინალი“.

 


გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ იმ ფონზე, როცა საპარლამენტო უმრავლესობა ემზადება პრეზიდენტის ქარცეცხლში გასატარებად და მათ „გადანაწილებული აქვთ როლები, იციან რა თემებზე დაარტყან, განსაკუთრებით შეწყალების საკითხებზე“, მარგველაშვილის მსგავსი გამოსვლა, შესაძლოა ტაქტიკური სვლა ყოფილიყო. „მას ექნება ბოლო სიტყვა და იქ შეიძლება მოხდეს რეაგირება, მაგრამ შეიძლება ერთ რამეზე ვიფქროთ, რომ იქნებ დღეს არ უნდა მას, რომ დიდი კრიტიკის ქარცეცხლში გაიაროს მისმა ფიგურამ, რადგან მერე სხვა პოლიტიკური ამბიცია აქვს. მაგრამ თუ ეს ადამიანი პრეზიდენტობას აპირებს, ამაზე უფრო დიდი ტრიბუნა, ამაზე უფრო დიდი შანსი და ამაზე უკეთესი გარემო რეალობის აღწერისა და მომავალი თავისი გეგმების დასახვისა, არ არსებობს“, განაცხადა რომან გოცირიძემ „რუსთავი 2“-თან პირადპირ ეთერში ჩართვისას.

 


ოპოზიციონერი დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მარგველაშვილის გამოსვლაში შესაძლოა, „ქართული ოცნების“ წინასაგამოსვლო ფსიქოლოგიურ შტურმს“ ეთამაშა როლი. „ფსიქოლოგიურად მათ დააშინეს, სამწუხაროდ, შეიძლება. შეიძლება, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამაც. მისი ბოლო გამოსვლა დაემთხვა ბიძინა ივანიშვილის ‘მეორედ მოსვლას’ და ეს კონტექსტი მას უნდა გამოეყენებინა. ამან დააშინა თუ გაამხნევა, ჩვენ ამას დავინახავთ საბოლოოდ მის ბოლო დასკვნაში. დიდი პოლიტიკური ამბიციის მქონე ადამიანმა ეს ტრიბუნა უნდა გამოიყენოს სხვანაირად. ჩვენ სხვას მოველოდით. ის უფრო მკაცრი იყო წინა გამოსვლებში“, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი