ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა, რომ პრეზიდენტმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირები, მათ შორის „თავისი ცოლის ძმა“ შეიწყალა.
„რატომ ხდება რომ კონვეირული სისტემით, ყოველგვარი რეალური ანალიზის გარეშე ხდება პირთა შეწყალებები, რომელთაგანაც დაახლოებით, 70-80%-ზე მეტი იყო მსაჯვრდებული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში და 9 და 10 000 პატიმრიდან, თქვენ 3 600-ზე მეტი შეიწყალეთ თქვენი საპრეზიდენტო ვადის პირობებში. თქვენ შეიწყალეთ მაგალითად ადამიანი, რომლის საქმის განხილვა არ იყო დასრულებული სამივე ინსტანციაში; შეიწყალეთ ოჯახის წევრი, რომელსაც 17 წლიდან მოახდევინეთ მხოლოდ 3 წელი და ეს მოხდა შესაბამისი კომისიის გვერდის ავლით. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მაგალითად, დამოუკიდებელი ესტონეთის ყველა პრეზიდენტმა ერთად აღებულმა 10-ჯერ ნაკლები მსჯავრდებული შეიწყალა, ვიდრე მხოლოდ 2017 წელს თქვენ ეს გააკეთეთ - 831 მსჯავრდებულზეა ამ წელს საუბარი. თქვენ მიერ უკანასკნელ წლებში შეწყალებულია 55 მსხვილი ნარკორეალიზატორი. თქვენ მიერ შეწყალებული მსჯავრდებულებიდან 575-მა ხელმეორედ ჩაიდინა 672 სხვადასხვა დანაშაული, რომელთაგან 189 მძიმე და განსაკთრებით მძიმე შემთხვევა იყო, აქედან 40 კი, ძალადობისა და ოჯახური ძალადობის შემთხვევა.
ამ ფონზე, კიდევ უფრო დასანანია თქვენი თავისმართლება, პასუხისმგებლობიდან თავის არიდების მცდელობა და არგუმენტი, თითქოს, სასტიკი მკვლელების შეწყალების მიზეზი, მათი დადებითი დახასიათება იყო.... თქვენ, ბოლო წლის განმავლობაში, 21 ისეთი დამნაშავე შეიწყალეთ, რომელთაგან ყველა მათგანს, ცალსახად უარყოფითი დახასიათება ჰქონდა", მიმართა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.