„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა, რომ პრეზიდენტისგან უფრო მეტს მოელოდა.
„პირველი, ცხადია, ეს არის ქვეყნის გამთლიანების საკითხი, მეორე ეს არის კატასტროფული არნახული უმუშევრობა, რომელზეც თქვენ შეჩერდით, და რომელიც ეხება ყველა ოჯახს საქართველოში, მაგრამ ჩვენ თქვენგან ველოდებით უფრო საგნობრივ, კონკრეტულ საუბარს იმისა, თუ როგორ ხედავთ თქვენ მთავრობასთან ერთად, როგორ უნდა გამოვიდეთ ჩვენ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან“, განაცხადა მარშანიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ მთავრობასთან ერთად უნდა იყოს კონკრეტული პროგრამა გაწერილი ამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გზაზე, მაგრამ იმ ფონზე, როცა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მთავრობა და მისი წევრები „დარბაზს ტოვებენ და თბილისში მიემგზავრებიან“, არანორმალური სურათი იქმნება და ამგვარი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა მინიმუმამდე მცირდება.
„მთავრობა გაქცეულია დარბაზიდან. არ არის ეს ნორმალური. საჭიროა მთავრობის საათის აღდგენა პარლამენტში. რისთვის არის პარლამენტი და მთავრობა თუ ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან?“ იკითხა ადა მარშანიამ.
მან კახა კალაძესაც მიმართა და ჰკითხა, თუ სადაა „ის ამბიციური გეგმა“, რომელზეც ის წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ესაუბრებოდა.
მარშანიამ პრაგმატული პოლიტიკურ მოდელის შექმნის იდეის აუცილებლობაზეც გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ საჭიროა ნატო-რუსეთი-საქართველოს ფორმატის შექმნა და დაამატა, რომ „მანამ, სანამ ვერ მივიღებთ შედეგს მოსკოვში, მანამ ვერ მივიღებთ შედეგს ჟენევაში“.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში ერთადერთი აფხაზი დეპუტატია, თან „არასეპარატისტი“ და ვერ ხედავს მცდელობას, საქართველოს ხელისუფლება ცდილობდეს პირდაპირი დიალოგის წარმართვას აფხაზებთან და ოსებთან.
„ბატონო პრეზიდენტო, უნდა გავიხედოთ ჩრდილოეთისკენ და ბოლოს და ბოლოს ვიფიქროთ იმაზე, რომ გავატაროთ პრაგმატული პოლიტიკა“, მიმართა პრეზიდენტს დეპუტატმა, რის შემდეგაც დარბაზში გიგა ბოკერიას რეპლიკას უპასუხა:
„ბატონო ბოკერია, მე პოლიტიკაში სიყვარული და სიძულვილი არ ვიცი. მე უნდა შეგახსენოთ, რომ მთელი მსოფლიო პუტინს ელაპარაკება, ეს პუტინი არის უძლიერესი, ძალიან რთული და მძიმე, ანგარიშგასაწევი ქვეყანა, ალბათ დიდი ხანი ასე იქნება... თქვენ (ბოკერიას) ამ დარბაზში რომ ზიხართ, ესეც დიდი დანაშაულია“, განაცხადა ადა მარშანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.