გია გაჩეჩილაძე გიორგი მარგველაშვილს: ახლა თავისუფლად შეგიძლიათ დაამთავროთ თქვენი საპრეზიდენტო ვადა და წახვიდეთ პენსიაზე
02-05-2018, 16:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახლა თავისუფლად შეგიძლიათ კმაყოფილმა დაამთავროთ თქვენი საპრეზიდენტო ვადა, წახვიდეთ პენსიაზე და დაუბრუნდეთ თქვენს წინა მოღვაწეობას, ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ პრეზიდენტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

 

 

გაჩეჩილაძემ პრეზიდენტი ვეტოების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი ვეტოების მიზეზით, დესტაბილიზაცია რომ მომხდარიყო ქვეყანაში, პირველ რიგში, თავად იქნებოდა ამაზე პასუხისმგებელი.

 

 

„საბედნიეროდ, პარლამენტში არსებულმა უმრავლესობამ ეს პრობლემები დაძლია; შეინარჩუნა საქართველოს უსაფრთხოების სისტემა და მეუნდა გითხრათ, რომ თქვენ მადლობა გაქვთ მოსახდელი უმრავლესობისთვის, რომ მან არ მოგცათ საშუალება, ასეთი რამ გაგეკეთებინათ. იცით რატომ ბ-ნო პრეზიდენტო? იმიტომ, რომ თქვენ იცით ჩვენი წარსული პრეზიდენტების ბედი საქართველოში, მაგრამ როდესაც აქ დესტაბილიზაცია ან რაღაც უბედურება დატრიალდებოდა თქვენი ვეტოების გამო, მერე ალბათ, საზოგადოება თქვენ მოგკითხავდათ პირველ რიგში", მიმართა გაჩეჩილაძემ გიორგი მარგველაშვილს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი