საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დებატებში ჩართვა მოითხოვა, რაზე უარის პასუხის მიღების შემდეგაც, პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა.
„გააკეთეთ ცვლილება ისეთი, რომ მე შემეძლოს დებატებში შესვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში... მე ამ სხდომას, რომელიც არ მაძლევს დეპუტატებთან დებატებში შესვლის საშუალებას, არ დავესწრები“, განაცხადა მარგველაშვილმა, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევაა, მოითათბირებს დეპუტატებთან და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
„ჩვენ გვაქვს გამოცხადებული დებატები. დებატებში, როდესაც გამოდიან პოლიტიკოსები და კონკრეტულ პასუხს აძლევენ ჩემს შეხედულებეზე, მე უნდა მქონდეს შესაძლებლობა, რომ შევქმნა დებატის ფორმატი. ეს არ არის დებატები, როდესაც მე ვისმენ ერთმანეთის მიყოლებით გარკვეულ შეხედულებებს და არ მაქვს შესაძლებლობა ჩავერთო დისკუსიაში. ასე რომ, თუ რამე პროცედურული თემა არის გასავლელი, გავიაროთ ეს თემა და მომეცით შესაძლებლობა, დისკუსიაში ვიყო პარლამენტთან, რომელსაც გააჩნია შეხედულებები და მეც გამაჩნია პასუხები. აქ დაისვა კითხვები, ცოტა აბსტრაქტული კითხვები, რატომ ეს არ გავაკეთე, რატომ ის არ გადაწყვეტილება არ მივიღე - მომეცით შესაძლებლობა, შევიდე დებატებში“, აღნიშნა პრეზიდენტმა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ პროცედურული საკითხები განუმარტა და უთხრა, რომ მას დასკვნით ნაწილში, და არა ეტაპობრივად, ექნებოდა პასუხების გაცემის საშუალება, რაც მარგველაშვილისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა და შესაბამისად, მან სხდომათა დარბაზი დატოვა.
პრეზიდენტის მიერ დარბაზის დატოვების შემდეგ საქართველოს პარლამენტში იმასთან დაკავშირებით მსჯელობენ, თუ რა ფორმით გაგრძელდეს სხდომა და დებატების ფორმატი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.