პროტესტის შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა
02-05-2018, 16:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც დღეს მისი ყოველწლიური მოხსენების მოსმენა გაიმართა, პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

 

სხდომის დატოვებას წინ უძღოდა კამათი პრეზიდენტსა და პარლამენტის თავჯდომარეს შორის. პრეზიდენტმა დებატებში ჩართვა მოითხოვა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარისგან უარის მიღების შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა.

 

 

გიორგი მარგველაშვილმა მოგვიანებით მედიასთან საგანგებო განცხადება გააკეთა:

 

 

„თქვენ იცით, რომ გამოცხადებული იყო დებატების ფორმატი და მე მივესალმე დებატების ფორმატს და ამის თაობაზე დაანონსებული იყო არაეერთხელ. ჩემთვის, ბუნებრივია, რომ პატივცემულ დეპუტატებთან მქონდეს საუბრის შესაძლებლობა და დებატების შესაძლებლობა. პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას, იმ კითხვებზე, რომელსაც სვამს პარლამენტი, როდესაც ამას პარლამენტი მიკრძალავს, მე შინაარს ვერ ვხედავ, ასე შემიძლია ტელევიზორში ვუყურო ამ სხდომას. ველოდები პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და მომცემს შესაძლებლობა, რომ დებატების ფორმატში შევიდე დეპუტატებთან. რეგლამენტში არსად წერია, რომ პრეზიდენტს პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ ჰქონდეს", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

პრეზიდენტმა აღნიშნულის შემდეგ მედიასთან კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. მან მეორე განცხადებაში აღნიშნა, რომ ჯერჯერობით რჩება პარლამენტის შენობაში და დარბაზში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავს, თუკი მას დებატების ფორმატში შესვლის საშუალება მიეცემა, სხვა შემთხვევაში, მარგველაშვილმა თქვა, რომ წავა პარლამენტიდან და ტელევიზიიდან მიადევნებს თვალს დეპუტატების გამოსვლებს.

 

 

„გააკეთეთ ცვლილება ისეთი, რომ მე შემეძლოს დებატებში შესვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში... მე ამ სხდომას, რომელიც არ მაძლევს დეპუტატებთან დებატებში შესვლის საშუალებას, არ დავესწრები“, განაცხადა მარგველაშვილმა სანამ დარბაზს დატოვებდა, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევაა, მოითათბირებდა დეპუტატებთან და ამის შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას. 

 

 

„ჩვენ გვაქვს გამოცხადებული დებატები. დებატებში, როდესაც გამოდიან პოლიტიკოსები და კონკრეტულ პასუხს აძლევენ ჩემს შეხედულებეზე, მე უნდა მქონდეს შესაძლებლობა, რომ შევქმნა დებატის ფორმატი. ეს არ არის დებატები, როდესაც მე ვისმენ ერთმანეთის მიყოლებით გარკვეულ შეხედულებებს და არ მაქვს შესაძლებლობა ჩავერთო დისკუსიაში. ასე რომ, თუ რამე პროცედურული თემა არის გასავლელი, გავიაროთ ეს თემა და მომეცით შესაძლებლობა, დისკუსიაში ვიყო პარლამენტთან, რომელსაც გააჩნია შეხედულებები და მეც გამაჩნია პასუხები. აქ დაისვა კითხვები, ცოტა აბსტრაქტული კითხვები, რატომ ეს არ გავაკეთე, რატომ ის არ გადაწყვეტილება არ მივიღე - მომეცით შესაძლებლობა, შევიდე დებატებში“, აღნიშნა პრეზიდენტმა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ პროცედურული საკითხები განუმარტა და უთხრა, რომ მას დასკვნით ნაწილში, და არა ეტაპობრივად, ექნებოდა პასუხების გაცემის საშუალება, რაც მარგველაშვილისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა და შესაბამისად, მან სხდომათა დარბაზი დატოვა. 

 

 

პრეზიდენტის მიერ დარბაზის დატოვების შემდეგ საქართველოს პარლამენტში იმასთან დაკავშირებით მსჯელობენ,  თუ რა ფორმით გაგრძელდეს სხდომა და დებატების ფორმატი. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი