გიორგი მარგველაშვილი: მინდოდა მქონოდა ინტენსიური დისკუსია - სამწუხაროდ, პასუხების მოსმენა კითხვებზე, ალბათ, მძიმე და ძნელი აღმოჩნდა
02-05-2018, 17:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე მინდოდა, რომ მქონოდა ინტენსიური დისკუსია, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტმა მისი მოთხოვნა დებატების ფორმატის შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

 

 

„მინდა გავახსენო პატივცემულ საზოგადოებას, რომ ის, რომ ეს იქნებოდა დებატებს ფორმატი, ამის თაობაზე, დაახლოებით, მთელი ათი დღის განმავლობაში იყო დაანონსებული - ეს ერთი. მეორე - ჩემი სურვილი, რომ პატივცემულ დეპუტატებს ვუპასუხო, განპირობებული არის ჩემი პატივიცემით მათდამი. მინდა, რომ ბოლომდე პასუხი გავცე მათ მიერ დასმულ კითხვებს.

 

 

მესამე - შეგიძლიათ მედიამ ამოიღოთ არაერთი შემთხვევა პრეზიდენტების პარლამენტებში დებატის. და ბოლოს, ის, რომ მე უნდა ვიჯდე დაბრაზში, არც ერთი რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული, არც ერთი პროცედურით არ არის გათვალისწინებული. მე მინდოდა, რომ მქონოდა ინტენსიური დისკუსია. სამწუხაროდ, პასუხების მოსმენა კითხვებზე, ალბათ, მძიმე და ძნელი აღმოჩნდა. მე ყურადღებით დავაკვირდები პატივცემული დეპუტატების გამოსვლებს", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც პარლამენტის სასახლის შენობა უკვე დატოვა.

 

 

საქართველოს პარლამენტმა დებატების ფორმატის შეცვლაზე კენჭისყრა ჩაატარა.

 

 

შეკითხვაზე: ვინ უჭერს მხარს პრეზიდენტის შემოთავაზებას, რეგლამენეტიდან გადახვევის შესახებ? - რაც პრეზიდენტის დებატებში პერიოდულად ჩართვას და არა დასკვნით ნაწილში პასუხების გაცემას ითვალისწინებდა - თანხმობა 28 დეპუტატმა გამოხატა, 50 კი წინააღმდეგი წავიდა.

 

 

ამის შემდეგ სხდომათა დარბაზი საპარლამენტო უმცირესობამაც დატოვა.

 


უმრავლესობის წარმომადგენლები კი, პარლამენტში გამოსვლებს განაგრძობენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი