მამუკა მდინარაძე: იმ მოჯადოებულ სასახლეში ვინც შევიდა, ყველას მოუნდა, რომ მის ხუშტურებზე იაროს პარლამენტმა, საზოგადოებამაც
02-05-2018, 17:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმ მოჯადოებულ სასახლეში ვინც შევიდა, ყველას მოუნდა, რომ მის ხუშტურებზე იაროს პარლამენტმა, საზოგადოებამაც და ვერ გამოვიდნენ ამ მოჯადოებული წრიდან, აღნიშნული განცხადება გააკეთა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თამჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, რომელმაც პრეზიდენტს მოუწოდა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაბრუნებულიყო.

 

 

„ოპოზიცია გვთავაზობს დამატებით, რომ რადგან გამონაკლისი დავუშვით მცირედი და ბოლოში ჰქონდა პასუხის საშუალება თან მის სასარგებლოდ, ახლა გადავდოთ კანონი, რეგლამენტი გვერდით და დავივიწყოთ ეს ყველაფერი და ვილაპარაკოთ რაზეც უნდა და მის ხუშტურებზე ვიაროთ....

 

 

კეთილი ინებოს, ჩამოვიდეს ახლა იმ თავის კაბინეტიდან, რომელიც ამ პარლამენტში გააჩნია, ისმენს ვიცი ზუსტად ჩვენ ამ გამოსვლებს, დაჯდეს დაიცვას კანონი, ამის ვალდებულება, პირდაპირი, აქვს პირველ რიგში, პატივი სცეს საზოგადოებას, ინსტიტუტს, მარგამ ეს არ გამოუვიდა ამ წლების განმავლობაში და ჩვენ მის ხუშტურებზე ნუ ვივლით", განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

 

 

მარგველაშვილმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც დღეს მისი ყოველწლიური მოხსენების მოსმენა გაიმართა, პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი