გვირილობის დღესასწაულს მუხნარის ტყე-პარკში წყალტუბოელი მხატვრები, მუსიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ
02-05-2018, 18:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გვირილობის დღესასწაული მუხნარის ტყე- პარკში იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტმა განსხვავებულად აღნიშნა. ტრადიციად ქცეული იმერული კუთხისა და სამზარეულოს პრეზენტაცია ნაცვლად გაიმართა გამოფენა-გაყიდვები, კულტურული და სპორტული ღონისძებები.

 


„ქუთაისობის“ დღესასწაულს მრავალფეროვანი პროგრამითა და განახლებული რეპერტუარით შეუერთდნენ წყალტუბოელი მხატვრები, მუსიკოსები, ხელოვნების დარგის წარმომადგენლები.

 

 

 


ა(ა)ი.პ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან“ არსებული სამხატვრო სკოლის პედაგოგებმა ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყვეს, კულტურის ცენტრის სახალხო თეატრის მსახიობებმა მაყურებელს წარმოუდგინეს თეატრალიზებული პერფომანსი. შეასრულეს სიმღერები დები იშხნელების რეპერტუარიდან, დამთვალიერებლებსა და საპატიო სტუმრებს წყალტუბოს შესახებ გამოცემული ბროშურები და ფლაერები წარუდგინეს ა(ა)ი.პ „ტურიზმის განვითარების ცენტრის“ თანამშრომლებმა. ფინალურ კონცერტში წყალტუბოს ფოლკლორული ანსამბლი „ნადური“ და კონკურსის „იმერეთის ხმა“ გრანპრის მფლობელი წყალტუბოს სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

 

 

 


მუხნარის ტყეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები. წყალტუბოს კუთხე დაათვალიერეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილიმა, ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა.და სხვა საპატიო სტუმრებმა.

 


ორმაისობა ჯერ კიდევ საუკუნის წინ იმართებოდა ქუთაისში „გვირილობით“, დოღით, ორატორთა შეჯიბრით, საქველმოქმედო აქციებითა და საყოველთაო სახალხო ზეიმით ბულვარში.

 

 

„გიმნაზისტკები“ და „გიმნაზისტები“ გართობა-სეირნობის დროს იაფ ლატარეას ათამაშებდნენ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის შესაწირად. ,,ორმაისობის“ სასტარტო ნიშანი და ათვლის წერტილი „გვირილობა“ იყო . პირველად გვირილები კალათაში ჩააწყო და გაყიდვა დაიწყო პატარა გოგონა საშა ჩიქოვანმა, რომელიც ეცადა სიღარიბისაგან, სიკვდილისათვის განწირული ჭლექითშეპყრობილი ადამიანებისათვის ერთი დღე მაინც გაენათებინა… ყიდდა გვირილებს და შემომწირველებს გულზე გვირილას აბნევდა…ასე გრძელდებოდა 1909 წლიდან 1919 წლამდე… „გვირილობა“ დაკავშირებული იყო ქველმოქმედებასთან და სიკეთის კეთებასთან.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი