საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ თბილისში გაემგზავრა
02-05-2018, 19:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანომ დებატების მისთვის სასურველი ფორმატით შეცვლაზე უარი უთხრა, ქუთაისის პარლამენტის სასახლე დატოვა და თბილისისკენ გაემგზავრა.

 

 

პარლამენტის შენობის დატოვებამდე მან მედიის წარმომადგენლებთან მცირე კომენტარი გააკეთა:

 

 

„მინდა გავახსენო პატივცემულ საზოგადოებას, რომ ის, რომ ეს იქნებოდა დებატებს ფორმატი, ამის თაობაზე, დაახლოებით, მთელი ათი დღის განმავლობაში იყო დაანონსებული - ეს ერთი. მეორე - ჩემი სურვილი, რომ პატივცემულ დეპუტატებს ვუპასუხო, განპირობებული არის ჩემი პატივიცემით მათდამი. მინდა, რომ ბოლომდე პასუხი გავცე მათ მიერ დასმულ კითხვებს.

 

 

მესამე - შეგიძლიათ მედიამ ამოიღოთ არაერთი შემთხვევა პრეზიდენტების პარლამენტებში დებატის. და ბოლოს, ის, რომ მე უნდა ვიჯდე დაბრაზში, არც ერთი რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული, არც ერთი პროცედურით არ არის გათვალისწინებული. მე მინდოდა, რომ მქონოდა ინტენსიური დისკუსია. სამწუხაროდ, პასუხების მოსმენა კითხვებზე, ალბათ, მძიმე და ძნელი აღმოჩნდა. მე ყურადღებით დავაკვირდები პატივცემული დეპუტატების გამოსვლებს", აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 


პარლამენტის შენობის დატოვებამდე კი, პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზში ყოველწლიური მოხსნება წარადგინა და ამის შემდეგ გამართულ დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა მოითხოვა, რაზეც მას უარი პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვიერად, დეპუტატებმა კი, კენჭისყრის შედეგად განუცხადეს.

 

 

„გააკეთეთ ცვლილება ისეთი, რომ მე შემეძლოს დებატებში შესვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში... მე ამ სხდომას, რომელიც არ მაძლევს დეპუტატებთან დებატებში შესვლის საშუალებას, არ დავესწრები“, განაცხადა მარგველაშვილმა სანამ დარბაზს დატოვებდა, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევაა, მოითათბირებდა დეპუტატებთან და ამის შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას.

 

 

„ჩვენ გვაქვს გამოცხადებული დებატები. დებატებში, როდესაც გამოდიან პოლიტიკოსები და კონკრეტულ პასუხს აძლევენ ჩემს შეხედულებეზე, მე უნდა მქონდეს შესაძლებლობა, რომ შევქმნა დებატის ფორმატი. ეს არ არის დებატები, როდესაც მე ვისმენ ერთმანეთის მიყოლებით გარკვეულ შეხედულებებს და არ მაქვს შესაძლებლობა ჩავერთო დისკუსიაში. ასე რომ, თუ რამე პროცედურული თემა არის გასავლელი, გავიაროთ ეს თემა და მომეცით შესაძლებლობა, დისკუსიაში ვიყო პარლამენტთან, რომელსაც გააჩნია შეხედულებები და მეც გამაჩნია პასუხები. აქ დაისვა კითხვები, ცოტა აბსტრაქტული კითხვები, რატომ ეს არ გავაკეთე, რატომ ის არ გადაწყვეტილება არ მივიღე - მომეცით შესაძლებლობა, შევიდე დებატებში“, აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

სწორედ ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა დებატების ფორმატის შეცვლაზე კენჭისყრა ჩაატარა.

 

 

შეკითხვაზე: ვინ უჭერს მხარს პრეზიდენტის შემოთავაზებას, რეგლამენტიდან გადახვევის შესახებ? - რაც პრეზიდენტის დებატებში პერიოდულად ჩართვას და არა დასკვნით ნაწილში პასუხების გაცემას ითვალისწინებდა - თანხმობა 28 დეპუტატმა გამოხატა, 50 კი წინააღმდეგი წავიდა.

 

 

აღნიშნულის შემდეგ სხდომათა დარბაზი საპარლამენტო უმცირესობამაც დატოვა.

 


უმრავლესობის წარმომადგენლები კი, პარლამენტში გამოსვლებს განაგრძობენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი