ქუთაისში გვირილობის დღესასწაული განსხვავებულად იზეიმეს. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, „გვირილობა 2018“ მუხნარის ტყეში საქველმოქმედო ღონისძიებებით აღინიშნა.
იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებმა ტრადიციული სამზარეულოს ნაცვლად მცირე პერფორმანსები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტები და რეწვის ნიმუშები წარმოადგინეს.
გვირილობის დღესასწაულის აღნიშვნას ვანის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.

მუხნარის ტყეში მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იყო ვანში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატები, ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქტები და ხელნაკეთი ნივთები.

გამოფენა–გაყიდვებიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.

„გვირილობის“ ზეიმი სათავეს გასული საუკუნიდან იღებს და მას 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.
გადმოცემის თანახმად, ქუთაისელი „გიმნაზისტკები“ სიმბოლურად გვირილებს ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულთა ოჯახებს ეხმარებოდნენ.
ინფომრაციას და ფოტომასალას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.