იმერეთის სახალხო დღესასწაულზე, რომელიც ქ. ქუთაისში 2 მაისს აღინიშნება ხარაგაული მრავალფეროვანი, ქართული ხალხური რეწვის ნიმუშებით, ხელნაკეთი წნულებითა და თიხის ნაწარმით წარსდგა.
მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ხარაგაულის შემოქმედებითმა ჯგუფებმა მონაწილეობა მიიღეს, მუხნარის ტყეში გამართულ ღონისძებაში. მუსიკალური ნომრები შეასრულეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა „ოდილა“ და „კახორი“. ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოები შეასრულა ინდივიდუალურმა შემსრულებელმა თიკო ჯანიაშვილმა.
ხარაგაულის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით ხარაგაულის ფალავნებმა მონაწილეობა მიიღეს კოლია ქვარიანის სახელობის ქართული ჭიდაობის ტურნირში, რომელიც ასევე, მუხნარის ტყეში გაიმართა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ტურნირში ხარაგაულელმა მოჭიდავემ ლევან ხაჩიძემ პირველი ადგილი აიღო და ქვარიანის სახელობის თასითა და სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა.

წელს, იმერეთის მხარის ადმინისტრაციის ინიციატივით, თეთრი გვირილების დღესასწაულმა ძველი ტრადიცია აღიდგინა და საქველმოქმედო ხასიათი დაიბრუნა. ქველმოქმედებით შეგროვებული თანხა ტუბერკულოზით დაავადებული ბავშვების დახმარების ფონდში ჩაირიცხება.
სახალხო დღესასწაულს ქუთაისში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები არჩილ მაღრაძე და თემურ ჩხეიძე დაესწრნენ.
ინფორმაციას და ფოტომასალას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსასმახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.