„National Geographic“-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სანახავად კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა
03-05-2018, 10:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მოხარულები ვართ, საქართველოსთან ტურისტული მიმართულებით თანამშრომლობით. უკვე ბევრი წელია, „National Geographic“ აქვეყნებს საქართველოსა და თბილისის შესახებ სტატიებს. თუმცა ჩვენს მკითხველს კიდევ უფრო მეტის გაგება უნდა თქვენი ქვეყნის ტურისტული მიმართულებების შესახებ და ასეთი ტიპის თანამშრომლობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი მოვუთხროთ ჩვენს აუდიტორიას თქვენს შესახებ“, განაცხადა „National Geographic”- ის ვიცე-პრეზიდენტმა ანაბელ კანველმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო პორტალზე „National Geographic”-ზე საქართველოს მიერ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის დაწყების საკითხი და მოსალოდნელი შედეგები.

 


აღნიშნული ინტერნეტ კამპანია 14 მაისიდან 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კამპანიის ჯამური ღირებულება 250 000 ევროს შეადგენს. მარკეტინგული კამპანიის მიზანია საქართველოს ზაფხულისა და შემოდგომის ტურისტული სეზონის პოპულარიზაცია და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

 


„National Geographic”- ის ვიცე-პრეზიდენტის ანაბელ კანველის განცხადებით, მარკეტინგული კამპანია, რომელსაც საერთაშორისო პორტალი „National Geographic”-ი განახორციელებს, საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი საერთაშორისო ტურისტი მიიზიდოს. „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოს სანახავად კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა,“ - განაცხადა ანაბელ კანველმა.

 


ინტერნეტ კამპანია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მოიცავს და სავარაუდო შთაბეჭდილებების რაოდენობა (Impressions) 4 541 183 იქნება. კამპანიის ფარგლებში National Geographic-ის მთავარ ვებ-გვერდზე 5 პოსტი განთავსდება. საქართველოს შესახებ მომზადდება 5 ბლოგი, ფოტო და ვიდეო მასალით, რომელიც სპეციალური გზამკვლევის Georgia Travel Guide საშუალებით გავრცელდება.

 


ასევე ითქვა, რომ კამპანიის ფარგლებში სპეციალური ონლაინ ბანერები Nationalgeographic.com-ის History-ის, Adventure-ის და Travel-ის სექციებში განთავსება, ხოლო პოსტები National Geographic-ის Facebook გვერდზე, ვიდეოს გაშვების წინ კი საქართველოს რეკლამა pre roll-ის სახით განთავსდება.

 


შეხვედრას ასევე დაესწრნენ სამოგზაურო პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორი ნიტუ კამბოჯი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

 


ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი