ლენტეხში დასუფთავების აქცია გაიმართა
03-05-2018, 11:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაბა ლენტეხში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა GUARDIAN.GE-ს განუცხადა, აქცია, რომელშიც მერიის, ა(ა)იპ-ებისა და სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლები მონაწილობდნენ, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

 

 

 

 

„ჩატარდა დასუფთავების აქცია - ჩვენ ამას დასუფთავების დღე დავარქვით. დასუფთავდა სკვერები, მოედნები, ტროტუარები, მჟავე წყლის, დაბის შიდა და გარე ტერიტორიები. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ აქციები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩავატაროთ. რაც შეეხება ინტენსივობას, 2-3 თვეში ერთხელ მაინც დავასუფთავებთ მთელ მუნიციპალიტეტს. დაგროვილი ნარჩენი მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა გაიტანა. გვაქვს 200-მდე კონტეინერი, რომლებიც განთავსებულია დაბაში და მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზებზე", განაცხადა ბადრი ლიპარტელიანმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი