პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ დასკვნით კონფერენციას ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და პროექტის ფარგლებში შექმნილი ხონის მრჩეველთა საბჭოს წევრები დაესწრნენ. კონფერენცია ოფიციალურად გახსნა „ფიფლ ინ ნიდ“ საქართველოს მისიის დირექტორმა ონდრეი ნადვრონიკმა.
საზოგადოებას საკუთარი მოსაზრებებითა და შეფასებებით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელებმა. ღონისძიება მოიცავდა სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების, დაინტერესებული პირებისა და პროექტის განმახორციელებელი გუნდის პრეზენტაციებს.
პლენარული სესიების პარალელურად მოეწყობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების გალერეა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პროგრამის შედეგები თითოეული ბენეფიციარის, პროექტის მაგალითზე შეეფასებინათ და გასაუბრებოდნენ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. კონფერენციაზე პროექტის მნიშვნელობისა და შედეგების შესახებ ისაუბრა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.

„ჩვემთვის პატივი იყო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გავცნობოდი პროექტის არსს, მიმდინარეობას, განხორციელებულ აქტივობებს და მხარი დამეჭირა ამ არაჩვეულებრივი გუნდისთვის, რომლებმაც ბევრი სიახლე, სიკეთე შესძინეს ხონის მუნიციპალიტეტს. გიცნობთ ყველა, ბენეფიციარები საუბრობენ და ძალიან კმაყოფილები არიან იმ სოციალური სერვისებით, რაც ხონში ერთობლივად განვახორციელეთ. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება“, განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ განხორციელდა ჩეხური არაკომერციული ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“-ის მიერ, ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი დაფინანსებით.
პროექტის მიზანი იყო კავშირების გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის, ერთობლივი სათათბირო ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს ფორმირება, სოციალური ჩართულობის საკითხებზე ორწლიანი სტრატეგიის შემუშავება და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით PIN-ის სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვა საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.