ავსტრალიაში საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა
01-06-2015, 04:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავსტრალიაში საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღე ქ. სუვაში (ფიჯი) აღნიშნა. ღონისძიებას დაესწრნენ პარლამენტისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ფიჯიზე აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი და კერძო კომპანიების წარმომადგენლები.


რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, საქართველოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილი მიღება იყო მცირე გამონაკლისთაგანი, როცა წარმოდგენილნი იყვნენ ფიჯის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მთავრობის მოქმედი მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი.
მიღების ფარგლებში, მოეწყო ქართული კუთხე ეროვნულ მოტივებზე შექმნილი სუვენირებით, ტანისამოსით და ტურისტული ბროშურებით. ასევე ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლები და ფოტოკოლაჟი საქართველოს შესახებ. მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობაც მიეცათ.
მიღება აქტიურად გაშუქდა ადგილობრივი მედიით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი