საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საკანონმდებლო ორგანოში გუშინ, 2 მაისს განვითარებულ მოვლენებს აფასებს. როგორც გიორგი აბაშიშვილი ამბობს, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტს დებატებში მონაწილეობის საშუალება არ მისცა, რადგან მათ „ასე ესმით დემოკრატია".
აბაშიშვილის განცხადებით, დებატების იმ ფორმატში მონაწილეობის შესაძლებლობა, რა ფორმატიც წინასწარ იყო დაანონსებული, პრეზიდენტს „სრულიად მოულოდნელად" არ მისცეს.
„არანაირი ფორმატის შეცვლა პრეზიდენტს არ გადაუწყვეტია. მოგეხსენებათ, რომ უმრავლესობამ თვითონ მანამდე გააკეთა განცხადებები, რომ უნდა ყოფილიყო დებატები და თითქოს პრეზიდენტი იყო წინააღმდეგი დებატების.... მაშინ გავაკეთეთ ჩვენ განცხადება, რომ მზად ვიყავით დებატებისთვის. ეს იყო ჩვეულებრივი პროცესი, პრეზიდენტს უნდა ეპასუხა იმ ბრალდებებზე, რომლებიც მის წინააღმდეგ დაისვა. მაგრამ, სრულიად მოულოდნელად პრეზიდენტს არ მისცეს საშუალება ის ფორმატი, რაც მანამდე დაანონსდა, დებატების ფორმატის საშუალება პრეზიდენტს არ მისცეს....
პრეზიდენტს სიტყვა არ მისცეს, პრეზიდენტს არ აპასუხებინეს. პრობლემა ხომ კომპლექსურია - სინამდვილეში ასე ესმით დემოკრატია. ასე ესმით დემოკრატია, რომ ერთი პარტიის ძალაუფლება უნდა იყოს, ერთი პარტიაა ჭეშმარიტი. ერთმა პარტიამ უნდა გადაწყვიტოს. ისინი სხვა პოლიტიკურ სივრცეს არ ტოვებენ. სინამდვილეში დებატებიც ასე ესმით, რომ მარტო თვითონ უნდა ილაპარაკონ. ასე გააქრეს პოლიტიკური სპექტრი საქართველოში", განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.