საქართველო 2021 წელს კულტურული მარშრუტების ევროპულ ფორუმს უმასპინძლებს
03-05-2018, 13:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო 2021 წელს კულტურული მარშრუტების ევროპულ ფორუმს უმასპინძლებს, - გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ, ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (EPA) მმართველი საბჭოს შეხვედრაზე მიიღეს.

 

 

როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ფორუმს 32 წევრი ქვეყნიდან 300-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრება.

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისთვის, მისი მემკვიდრეობის გაცნობისა და ფორუმში მონაწილე ქვეყნებთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

 

 

„გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ EPA-ის ბიურო გეგმავს ახალი ინიციატივის - „ქვეყნებში კულტურული მარშრუტების რუკების" შემუშავებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც განხორციელდება კულტურული მარშრუტების შესახებ კვლევა და რუკის შემუშავება - მეფინგი. ეს არის კულტურული მიმართულებით საქართველოს ნამდვილი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში, როდესაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობები სრულად იქნება დატანილი ევროპის კულტურულ რუკაზე. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რომელსაც ჩვენ ახლა ვდგამთ და დარწმუნებული ვარ, ევროპა აბსოლუტურად აღიარებს იმას, რომ საქართველო თავისი კულტურით ჭეშმარიტად არის ევროპის ნაწილი", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იუწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი