ისრაელში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან შეხვედრით დაასრულა
03-05-2018, 14:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს მეირ შაბათს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო განიხილეს და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

 


როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს. ვიზიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს.

 


ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ქვეყნებს შორის უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე იქნება ორიენტირებული. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანის გარდა შეხვედრები თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული უსაფრთხოების შესწავლის ინსტიტუტში გამართა.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი