სს გეს საქრუსენერგომ 330 კვ ეგხ „გარდაბანზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით დაასრულა
03-05-2018, 14:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

330 კვ ეგხ „გარდაბანი“ გეგმიური სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად შეკეთებაში ჩადგა 2018 წლის 23 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს „საქრუსენერგოდან“ აცნობეს, სამუშაოები მიმდინარეობდა მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. 330 კვ ეგხ „გარდაბანზე“ სამუშაოების განახორციელა სს გეს „საქრუსენერგოს“ თბილისის სსუ-სა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალმა. სამუშაოთა წარმოებაზე დაკავებული იყო 30 თანამშრომელი და გამოყენებული იქნა 10 ერთეული სპეცტექნიკა.

 

 

 


„ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სამუშაოების წარმოებას კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევდა აღმოსავლეთ საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ვახტანგ კიკვაძე, ხოლო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებას ზედამხედველობას და კონტროლს უწევდა უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია.

 

 

 


330 კვ ეგხ „გარდაბანის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში შესრულდა გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები, მათ შორის შეიცვალა გატეხილი და დაჭუჭყიანებული იზოლატორები, ანძის მეტალოკონსტრუქციები გამაგრდა ნაკერებში გახსნილი კუთხოვანების შედუღებით, შეკეთდა კუთხური ანძების მარყუჟების შემაერთებელი სააპარატო მომჭერები, ანძებიდან ჩამოიხსნა ფრინველების ბუდეები, ეგხ-ს მთელს მონაკვეთზე ჩატარდა მაღლივი დათვალიერება.

 


შესრულებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროგადამცემი ხაზის იმედიანობა და მდგრადობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია მოახლოებული წყალდიდობის სეზონის წარმატებით გავლისათვის. ამჟამად 330 კვ ეგხ „გარდაბანით“ ჩართულია და მიმდინარეობს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა“, აღნიშნულია „საქრუსენერგოს“ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი