მთავრობის გადაწყვეტილებით, იქმნება ახალი ა(ა)იპ-ი, რომელიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის
03-05-2018, 14:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, იქმნება არასამეწარმეო იურიდიული პირი - „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის", რომელიც მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იზრუნებს.

 


როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებების შეძენასთან დაკავშირებულ პრობლემას.

 

 

„2013 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაინერგა საქართველოში, მოსახლეობამ მნიშვნელოვანი შვება მიიღო, თუმცა პრობლემად რჩებოდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებების შეძენა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმატი პირველ ეტაპზე, წელსვე მოგვცემს საშუალებას, რომ პენსიონერებმა მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასად შეიძინონ ის მედიკამენტები, რაც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ. ეს არ არის მომგებიანი ორგანიზაცია, არის არასამეწარმეო იურიდიული პირი და ითვალისწინებს საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის პარტნიორობას", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იუწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი