ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი მამაკაცი მოკლეს, ორი ადამიანი კი დაჭრილია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ ოჯახში მოხდა, სადაც ქალს ყოფილი ქმრის ძმა სამ პირთან ერთად სახლში მიეჭრა.
„სახლში ქალის მეუღლე, მაზლი და დედამთილი იმყოფებოდნენ. ჩხუბის დროს ჭრილობა მიიღო ქალის ყოფილმა მაზლმა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის ქმარი და მისი ძმა კი, დაჭრილები ხაშურის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა", აღნიშნულია ტელეარხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.