მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ჩამოყალიბებულ პრაქტიკას შესაძლოა, „უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, კორუფცია ან სამართლდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა“ ედოს საფუძვლად, ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა.
დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა, რომ „კორუფცია არის ტერმინი, რომელსაც შემდგომი კვლევა სჭირდება“ და კარგი იქნებოდა პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე დეპუტატებს „დებატების დროს ემსჯელათ შეწყალების საკითხებზე“.
„გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ შემაჯამებელ შეფასებაში დაასახელა არა ერთი, არამედ სამი შესაძლო ვერსია, თეორიული ვერსია. პირველი, ეს იყო ნაკლები პასუხისმგებლობა; მეორე, კორუფცია; და მესამე, მიზანმიმანმიმართული ქმედება სახელმწიფო ინსტიტუციის ჩამოშლის. მან, ხაზს ვუსვამ, ჩამოთვალა თეორიულად დასაშვები სამი ვერსია. კორუფცია, ჩემი აზრით, არის ტერმინი, რომელსაც შემდგომი კვლევა სჭირდება, მინიმუმ ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ გუშინ მიცემოდა საზოგადოებას, პარლამენტის წევრებს საშუალება, რომ დებატების დროს ემსჯელათ შეწყალების საკითხებზე. მე ვფიქრობ, რომ ბევრ კითხვას პასუხს გასცემდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“, განაცხადა დავით სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.