საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს პრეზიდენტის შეწყალების კრიტერიუმებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, პრეზიდენტმა შეწყალების წესში, რამდენიმე კვირის წინ განახორციელა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, გაადვილა იმ პირების შეწყალება, რომლებიც სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულთან შემხებლობაში არიან და იხდიან სხვადასხვა დანაშაულზე სასჯელს.
„პრეზიდენტმა გუშინ თავისი საპარლამენტო დღე როგორც დაიწყო ცუდად, ისე დაამთავრა ცუდად. ჰქონდა შესაძლელობა, რომ მოესმინა ყველა შეკითხვა მწვავე კრიტიკის კონტექსტში დასმული და ბოლოს, ბოლო სიტყვის სახით ყველა კითხვისთვის გაეცა პასუხი.
მე ვიცი ერთი რამ, რომ საქართველს პრეზიდენტმა შეწყალების წესში რამდენიმე კვირის წინ განახორციელა ცვლილებები, რომლის თანახმადაც მან გააადვილა იმ პირების შეწყალება, რომლებიც სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულთან შემხებლობაში არიან და იხდიან სხვადასხვა დანაშაულზე სასჯელს.
როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, როგორც რიგით მინისტრს, მაქვს კითხვები, რა კრიტერიუმებით იწყალებს ის სხვადასხვა დამნაშავეს", განაცხადა წულუკიანმა, რომლის თქმითაც, თუკი არსებობს რაიმე კონკრეტული ფაქტები, ამის შესწავლა უნდა მოხდეს.
შეწყალების საკითხზე ისაუბრა გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სესიაზე, სადაც მანამდე პრეზიდენტმა ყოვეწლიური ანგარიში წარადგინა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უფლებამოსილება ბოროტად არის გამოყენებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.