საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზება, პრეზიდენტმა სატელევიზიო დებატებში მიიღოს მონაწილეობა, არასერიოზულია.
„უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ აბსოლუტურად არასერიოზული შეთავაზება, ყოვლადგაურკვევლი ფუნქციის მატარებელი. მართლა მაინტერესებს ხოლმე, ამას ერთი ადამიანი ფიქრობს თუ ყველა ერთად ჯდება ხოლმე ასეთ სიბრძნეებს როგორ მოიფიქრებენ,“, აცხადებს გიორგი აბაშიშვილი, რომლის თქმითაც, დებატების გამართვის საშუალება გუშინ იყო პარლამენტში, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობამ უარი განაცხადა.
პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა უმრავლესობის წევრებთან ერთად, დღეს უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ შესთავაზა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.